ათონელი ბერები წმინდა მთის ხატების ზუსტი ასლების სხვადასხვა ქვეყნებში დაგზავნის წინააღმდეგები არიანმარტი 18, 2018

ათონის წმინდა მთის ბერები ათონური ხატების ზუსტი ასლების სხვადასხვა ქვეყნებში დაგზავნის წინააღმდეგები არიან.

ათონის წმინდა კინოტმა წმინდა მთაზე მდებარე ყველა მონასტერს წერილები გაუგზავნა წინადადებით, შეიზღუდოს მსოფლიოში წმინდა სასწაულმოქმედი ხატების ზუსტი ასლების გაგზავნა.

ათონის მთის ზოგიერთი წარმომადგენელი მიჩნევს, რომ ათონული ხატების ზუსტი ასლების დამზადება, რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში დააბრძანებენ პატივის მისაგებას, იწვევს სიწმინდეების თაყვანისცემის პროფანაციას.

ათონის წმინდა კინოტის ცირკულარი, საგანგებო სხდომაზე, ათონის 20-ვე მონასტრის თანხმობას ელოდება. სხდომა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გაიმართება.

ასლების მასობრივი შექმნის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მისი მოტივაცია იმდენად სულიერი არაა, რამდენადაც მატერიალური. მათი თქმით, ხატების გადაბრძანებას თან ახლავს დიდი სარეკლამო კამპანია. „ათონის სასწაულმოქმედი ხატის ზუსტი ასლის“ მობრძანებას ხვდებიან პატივით  სახელმწიფო დონეზე და ხმაურიანი აღნიშვნით. მხოლოდ საბერძნეთში, ბოლო 5 წელს 30 მსგავსი შემხთხვევა დაფიქსირდა, რომლებსაც უხვად აფინანსებდნენმდიდარი ბიზნესმენები და ოლიგარქები.

ამ საკითხთან დაკაშირებით ათონის მონასტრებს შორის ამ დროისთვის ერთიანი პოზიცია არ არსებობს და მონასტრების მომავალ საგანგებო შეხვედრაზე ამ საკითხის გადაწყვეტას ელიან.

წყარო: “afonit.info