დეკანოზის ადვოკატებმა პროკურატურის წინააღმდეგ შესაგებელი სარჩელი შეიტანესმარტი 19, 2018

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის წინააღმდეგ დღეს შესაგებელი სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოს დეკანოზის უფლებადამცველები სთხოვენ, არ გაითვალისწინოს ბრალდების მხრის სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი დეკანოზისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ.

ადვოკატების განცხადებით, ანგარების ნაწილში მსჯავრდებული მღვდელი უდანაშაულოა, ისევე როგორც მთლიანად ე.წ ციანიდის საქმეში.

„იმ დიდი უკანონობის ფონზე რაც ციანიდის საქმეზე სასამართლომ ჩაიდინა , იყო რაღაცა მინიმალური სტანდარტის ობიექტურობა, რომ ანგარების ნაწილი მაინც მოხსნას სასამართლომ იმ უკანონო ბრალში რასაც სასამართლოში პროკურატურა ედავებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მათ ეს მინიმალური ობიექტურობის სტანდარტიც კი არ აკმაყოფილებთ და უკანონობას ხატავენ პროკურატურის მხრიდან და მათ მიმართეს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით რათა კვლავ დამძიმდეს გიორგი მამალაძის ბრალდება. აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს შევიტანეთ დაცვის მხარემ შესაგებელი, რომლითაც ვპასუხობთ პროკურატურის ე.წ. საჩივარს,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

რუსთავი 2