“საპატრიარქოსა და კათედრალის გვერდით გახსნილი კაზინოების მომთმენი ხალხი ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთის ცემას”მარტი 20, 2018

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მსახურობს, “ფეისბუქის” პირად გვერდზე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სატელევიზიო განცხადებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს სათაურით “კაზინოები სიონთან და გაბუნიას ცემა!”

“თუ მაინცდამაინც რწმენასთან შეუთავსებელ უტაქტობაზე გვინდა საუბარი, გეტყვით რა არის ჩემთვის არა თუ ხუმრობით ნათქვამი, არამედ რეალურად წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ქვეყნის ყველაზე დიდი და ტრადიციული სარწმუნოებისა. ამ საშინელების ფონზე მართლმადიდებელი ერი სერიოზულად მსჯელობდა ე.წ. შუშის ხიდი და მილები უხდება თუ არა ნარიყალას. მე არ მეგულება მსოფლიოში ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქვეყნის უდიდესი და უავტორიტეტულესი ეკლესიის საპატრიარქოს და კათედრალის გვერდით კაზინოებია გახსნილი და ვნებას აყოლილი ხალხი ირევა. დღესაც, როცა თბილისში ვარ, გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგში ჩამწკრივებულ სიონს, კაზინოს, საპატრიარქოს და ისევ კაზინოს ბარათაშვილის კუთხეში. ამის მომთმენი ხალხი, ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთვის ცემას, სარწმუნოება შეგვილახაო.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

P.S. წარმოგიდგენიათ ვინმეს წმინდა პეტრეს მოედანი რომში და ზედ კაზინოები?” – წერს სასულიერო პირი.