პატრიარქი რომის პაპს ტახტზე არჩევის ხუთი წლის იუბილეს ულოცავსმარტი 20, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პაპ ფრანცისკეს რომის პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წის იუბილეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი საქართველოს საპატრიარქოს გვერდზეა გამოქვეყნებული.

„მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს, თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – რომის პაპის ტახტზე არჩევის ხუთი წლისთავს.

დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი წინააღმდეგობები და პრობლემებით სავსე სიტუაციაა, თქვენი მოღვაწეობა და მშვიდობისთვის ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის.

დიდი სიყვარულით ვიხსენებ თქვენს ვიზიტს და ჩვენს შეხვედრებს. გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებულ წლებს.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია მეორე“ – ნათქვამია მისალოც წერილში.

DOGMA.GE