დიდ ხუთშაბათს რომის პაპი ფეხს პატიმრებს დაბანსმარტი 21, 2018

დიდი ხუთშაბათის მსახურებას რომის პაპი ფრანცისკე რომის ციხეში შეასრულებს და პატიმრებს ფეხს დაბანს.

29 მარტს მესა საპატიმრო „რეჯინა ჩელიში“ გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, პონტიფიკოსი ფეხს 12 პატიმარს დაბანს და სნეულ პატიმრებს ციხის საავადმყოფოში მოინახულებს.

არგენტინელმა პაპმა მესა ციხეში პირველად 2013 წელს ჩაატარა. ამჯერად, ეს უკვე მეოთხე შემთხვევა იქნება. მაშინ მან ფეხბანის რიტუალი არაქრისტიან და ქალ პატიმრებთან ჩაატარა.

DOGMA.GE