პატრიარქი კირილი – რუსეთისა და რომის ეკლესიები ურთიერთობის ახალ დონეზე გადავიდნენაგვისტო 22, 2017

რუსეთის მართლმადიდებელი და რომაულ-კათოლიკური ეკლესიები ურთიერთობის ახალ დონეზე გადავიდნენ. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

“დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობის განვითარების საკითხში, რომელიც აღსავსეა მნიშვნელოვანი მოვლენებით. ეს შესაძლებელი გახდა ჰავანაში პაპთან გამართული შეხვედრის დროს, როდესაც შევათანხმეთ პოზიციები თანამედროვეობის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით. პოზიციათა თანხვედრა შესაძლებლობას გვაძლევს, დავსახოთ შესაბამისი გეგმები და ეს გეგმები რეალური შინაარსით აღვავსოთ” – განაცხადა პატრიარქმა კირილმა, რომელიც დღეს ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის მოსკოვში შეხვდა.

ვატიკანის კარდინალი პიტრო პაროლინი პატრიარქ კირილს დაეთანხმა და იმედი გამოტქვა, რომ მისი რუსეთში ვიზიტი “პატარა აგური” იქნება რუსეთთან ახალი მშენებლობის საკითხში.