პატრიარქმა ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადააგვისტო 22, 2017

ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საღამოს, საპატრიარქოში, პარაკლისის დროს განაცხადა.

„ერთად უნდა ვილოცოთ, რათა უფალმა მოიღოს წყალობა“ – ბრძანა უწმინდესმა.

”წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, იმედი მაქვს ჩაქრება ეს ხანძრები. ჩვენ აღვავლინეთ ლოცვა, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. ხვალ გვინდა გავაგზავნოთ სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში და იქ ადგილზე შეასრულონ პარაკლისი და ლოცვები. შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი”, -განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა პარაკლისი საპატრიარქოში გადაიხადა. დღევანდელი პარაკლისი ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შესრულდა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი