“ლურჯი ვეშაპის” შესახებ სამების ახალგაზრდულ ცენტრში პარასკევს იმსჯელებენმარტი 29, 2018

არასრულწლოვნებში სოციალური ქსელის მავნე ზეგავლენის საკითხზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხვალ შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართული შეხვედრა კონკრეტულად ინტერნეტსივრცეში მოზარდებს შორის გავრცელებულ თამაშს, „ლურჯი ვეშაპს“ მიეძღვნება. შეხვედრაში შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე პატრიარქის კურთხევით იმართება.