უკრაინა მსოფლიო პატრიარქს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სთხოვსაპრილი 20, 2018

19 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მიმართვას მსოფლიო პატრიარქის სახელზე, რომელშიც ის ყოვლადუწმიდესობას, მთავარეპისკოპოსს კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქს ბართლომეს თხოვნით მიმართავს, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს.

დოკუმენტს რადას 268 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 36 კი წინააღმდეგი წავიდა.
პოროშენკომ პარლამენტს ემოციური სიტყვით მიმართა, მან თქვა, რომ ეკლესიის ავტოკეფალიით, უკრაინა საბოლოოდ მიიღებს დამოუკიდებლობას – წერს “დოიჩე ველე”.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი, კოლომაისკის მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია პოზიციას არ შეიცვლის კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის საკითხში.

წყარო: “თაიმერი