ისლამის მიღებაზე უარის გამო, ქრისტიანი ქალი ცოცხლად დაწვესაპრილი 25, 2018

ისლამზე უარის გამო პაკისტანში 25 წლის ქრისტიანი ქალი ასმა იაქუბი ცოცხლად დაწვეს. ის მძიმე დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

დანაშაული პაკისტანელმა მუსლიმმა ჩაიდინა, რომელიც ცდილობდა, ქრისტიანს ისლამი მიეღო და მას ცოლად გაყოლოდა.

უარის გამო, ქალის მკვლელმა, თავის შეუმდგარ საცოლეს ბენზინი გადაასხა და გაიქცა. ასმა იაქუბმა სხეულის მრავლობითი დამწვრობა მიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დამნაშავე დაკავებულია. პაკისტანი ერთ-ერთია იმ ქვეყენათაგან, რომელშიც ქრისტიანებს მკაცრად ექცევიან.