რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი ილია II-ს: – “თქვენ ხართ ეტალონი რწმენისა და ღვთისმოსაობის”აპრილი 29, 2018

მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის თქვენ ხართ ეტალონი რწმენის, ღვთისმოსაობის და იმის, თუ როგორ უნდა ექცეოდეს მწყემსი თავის სამწყსოს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში ვიზიტით მყოფმა, კოლპაშევისა და სტრაჟევის ეპისკოპოსმა სილუანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორემ წირვა აღავლინა.

რუსმა ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს სტუმართმოყვარეობისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ძმურ სიყვარულს. შთაგონებული ვართ თქვენი მაგალითით. მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ეტალონი ხართ რწმენის და ღვთისმოსაობის და იმის, როგორ უნდა იქცეოდეს მწყემსი მისი სამწყსოს მიმართ. პირველ რიგში თქვენ ხართ მწყემსი მთელი ქართველი ხალხისთვის და თქვენი სიყვარული თქვენი სამწყსოსადმი შთააგონებს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსებს, რომ მიბაძონ თქვენს მაგალითს. გთხოვთ, თქვენს ლოცვებში არ დაგვივიწყოთ ჩვენ და ილოცოთ, რომ უფალმა ყველა ჩვენგანში გაამრავლოს სიყვარული ერთურთისადმი, რომ ეს სიყვარული ქრისტესი ყველა აზრთა სხვადასხვაობას აღემატებოდეს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა სილუანმა.

IPN.GE