სამების ახალგაზრდულ ცენტრში ქალებზე ძალადობისა და აბორტის შესახებ იმსჯელებენმაისი 1, 2018

1 მაისს, 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს საპატრიარქო აწყობს შეხვედრას თემაზე: „ძალადობა ქალებზე; აბორტი და მისი გავლენა საქართველოს დემოგრაფიაზე”.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მიწვეული არიან ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე პატრიარქის კურთხევით იმართება.