14 მაისს წმინდა მეფის თამარის ხსენების დღე – თამარობაამაისი 14, 2019

დღეს თამარობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთა მეფეს თამარს იხსენებს.
თამარ მეფე საქართველოს 1184-1213 წლებში მეფობდა. ქრისტიანობასა და ეკლესიის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეფე თამარი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 მაისი დაადგინა.

თამარობის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც გადმოცემით, თამარი ლოცულობდა და ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე. საზეიმო ღონისძიებები ტარდება აგრეთვე ქალაქ ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), სადაც თამარ მეფის დიდი ძეგლია აღმართული.

წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა  მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.