მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობა 17 მაისის ღონისძიებების დროსმაისი 15, 2018

ძალიან დიდი დაფინანსება მოდის „ლგბტ“ საზოგადოებისა და რაც უფრო მეტად დაჩაგრულებად წარმოაჩენენ თავს, მით მეტი იქნება მხარდაჭერაც, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობა 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების დროს, დეკანოზმა უპასუხა, რომ “ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

“მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იქიდან გამომდინარე, რომ არის დაინტერესებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომ რაღაცნაირად მოხდეს დისკრედიტირება ამ თემის. მე ვფიქრობ ისინი არიან ადამიანები, ვინც 17 მაისის დღეს, როცა ადამიანებს მსვლელობა ჰქონდათ, მაინცდამაინც აპირებდნენ მათ წინ ფლეშმობის გაკეთებას თავის დროზე. ძალიან დიდი დაფინანსება მოდის „ლგბტ“ საზოგადოებისა და რაც უფრო მეტად დაჩაგრულებად წარმოაჩენენ თავს, მით მეტი იქნება მხარდაჭერაც. იყო სასულიერო პირების მხრიდანაც გადაცდომები და ეს ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ ხალხი იყო აღშფოთებული. მაშინ სხვა დრო იყო“, – განაცხადა დეკანოზმა.