ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადამაისი 17, 2018

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებლთან ერთად გადაიხადა. ტაძარში სხვადასხვა გვარების წარმომადგენლები და მრავალშვილიანი ოჯახები საკუთარი საგვარეულო ხატებით მივიდნენ.

ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ერი დალოცა.

„გილოცავთ ამაღლების დიდ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ კურთხეული და ამაღლებული იყოს ქართველი ხალხი, სრულიად საქართველო. დალოცვილი იყავით, დღეს ბედნიერი დღეა, ოჯახის სიმტკიცის დღეა. განამტკიცოს უფალმა ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“, – განაცხადა უწმინდესმა.

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილეებმა სამების საკათედრო ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის, უფლის და სხვა ხატები მიაბრძანეს.