ჩილელმა ეპისკოპოსებმა რომის პაპს გადადგომის თხოვნით მიმართესმაისი 18, 2018

ჩილელმა ეპისკოპოსებმა რომის პაპს ფრანცისკეს გადადგომის თხოვნით მიმართეს. იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი პედოფილიის სკანდალი გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩილელმა ეპისკოპოსებმა ვატიკანში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა ეპისკოპოსი, რომელიც შეხვედრას დაესწრო, გადადგა. რომის პაპთან ერთად გვსურს სამართლიანობა აღვადგინოთ და გამოვასწოროთ შეცდომა და მიყენებული ზიანი, რათა ახალი იმპულსი მივცეთ ეკლესიას ჩილეში“, – ნათქვამია ეპისკოპოსების განცხადებაში.

აღნიშნული სკანდალი დაახლოებით 80 ჩილელ მღვდელმსახურს ეხება, რომლებიც პედოფილიაში არიან ეჭვმიტანილნი. იანვარში ჩილეში ვიზიტისას რომის პაპმა მხარი დაუჭირა ეპისკოპოს ხუან ბაროსას, რომელიც, ჩილელი საზოგადოების მოსაზრებით, დიდი ხნის განმავლობაში იცავდა და თავშესაფარს აძლევდა მღვდელმსახურს ფერნანდო კარადიმას, რომელიც მსჯავრდებულად იყო პედოფილიასთან დაკავშირებულ საქმეზე. აღნიშნულმა სკანდალი გამოიწვია ჩილეში, რის შემდეგაც რომის პაპმა ბოდიში მოიხადა.