დეკანოზი თამაზ ლომიძე – “სარკეს ნუ დალეწავთ, როცა საკუთარი ანარეკლის გეშინიათ”მაისი 23, 2018

გერმანიის ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე განსხვავებული ადამიანებისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს. ამის შესახებ დეკანოზი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“წლებია ვაკვირდები და არ მინახავს არცერთი, საკუთარ სქესში და მიდრეკილებებში გარკვეული კაცი ან ქალი, რომ აგრესიული ყოფილიყოს განსხვავებული ადამიანების მიმართ. ესენი არიან სრულყოფილი ქალები და კაცები, რომელთაც შეიცნეს საკუთარი ბუნება, ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ თავში, ამ მხრივ შიში უცხოა მათთვის და აგრესიაც არ გააჩნიათ. საპირისპიროდ მინახავს ბევრი, ვინც უკიდურესი ზიზღით, მტრობით და განადგურების სურვილითაა შეპყრობილი განსხვავებული ადამიანების მიმართ და თითქმის ყველა მათგანი გაურკვევლობაშია, ამ მხრივ ნაკლულია და განუხორციელებელი აქვს საკუთარი სქესი.
იცხოვრეთ თქვენი პირადი სრულყოფილი ცხოვრება!
სარკეს ნუ დალეწავთ, როცა საკუთარი ანარეკლის გეშინიათ!” – წერს სასულიერო პირი.