მამა გიორგი მამალაძე მეუფე საბამ და მეუფე ნიკოლოზმა მოინახულესმაისი 24, 2018

დეკანოზი გიორგი მამალაძე “მატროსოვის ციხეში” სინოდის წევრებმა მოინახულეს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზთან ამერიკის ეპარქიიდან მეუფე საბა და მეუფე ნიკოლოზი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “პირველი რადიო” იუწყება.

მედიასაშუალების ცნობით, უფლებადამცველი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ ორივე მღვდელმთავარს, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჯანსაღი შეხედულება გააჩნია.

“ეს მათი პირველი შეხვედრაა. იყო გარკვეულ საკითხებზე საუბარი და გარკვეული პოზიცია და გარკვეული შეხედულებები ორივე ეპისკოპოსს გააჩნია ძალიან ჯანსაღი. ალბათ უპრიანი იქნება, რომ ამ კითხვებზე და ამ საკითხზე პირადად თუ გასცემენ პასუხს. როდესაც არიან გარკვეული სასულიერო პირები, რომლებიც ჯანსაღად აღიქვამენ რეალობას, ეს პოზიტივად შეიძლება ჩაითვალოს და ჯანსაღ აზროვნებად. მათ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელზეც დეტალურად იყო საუბარი,”-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის დაკავების პირველ ეტაპზე, საპატრიარქოს წარმომადგენლების და წმინდა სინოდის წევრების პოზიცია საქმეზე, პროკურატურის პოზიციის იდენტური იყო.

პირველი რადიო