VIDEO მეუფე სპირიდონი – “მას რა დაწყევლა უნდა, მან საკუთარი თავი დაწყევლა”მაისი 25, 2018

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს საეპარქიო საბჭოს სხდომაზე სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი გამოეხმაურა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა “youtube”-ზე გავრცელდა.

მეუფე სპირიდონის განცხადებით, ბოროტებას და კრიმინალს ეროვნება არ აქვს. ჟურნალისტზე საუბრისას მეუფემ განაცხადა, რომ ის არის ჩამოყალიბებული კრიმინალი.

“ის ახლავე ჯოჯოხეთშია. მას რა დაწყევლა უნდა, მან საკუთარი თავი დაწყევლა და არა მარტო მან – ამ საშინელი ცოდვის ქვეშ არის მთელი ის ტელევიზია. ეს ტელევიზია ცნობილია იმით, რომ საშინლად ებრძვის ეკლესიას და ყველანაირი ასეთი პროვოკაციული მკრეხელური გადაცემები აქვთ, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და ჩვენი წმინდანების წინააღმდეგ, უფლისკენ მიმართული მკრეხელური გადაცემები და ახლა უკვე დედა ღვთისმშობელი მოიხსენიეს ცუდად და ამით შეურაცხყვეს მთელი ერი და პირველ რიგში, საკუთარი თავი, რადგან ღმერთი შეურაცხყოფილი არასოდეს იქნება – ვერავინ შეძლებს უფლის და დედა ღვთისმშობლის შეურაცხყოფას; ვინც ამას აკეთებს, ის თავის თავს წყევლის, თავის თავს კრავს. ეს ჟურნალისტი უკვე ჩამოყალიბებული ეშმაკის პამპულაა. თუმცა, აქ მთავარია ის, თუ რას ემსახურება ეს ხალხი, ეს ტელევიზია – „რუსთავი 2“. ეს ადამიანი უკვე სულიერად მკვდარია, მას ძალიან დიდი სინანული სჭირდება იმისთის, რომ პატიება მიიღოს ღმერთისგან. აქ საკითხი უფრო ღრმად დგას: – ხომ იცის ამ კაცმა, რომ ამას გაცნობიერებულად აკეთებს? ხომ იცის, მის მიერ პირველად, მაცხოვრის შეურაცხყოფას რა შედეგიც მოყვა, როგორ შეიძრა მთელი საქართველო? მან ეს მეორედაც გაიმეორა. რატომ აკეთებს ეს ტელევიზია ამას? რატომ აძლევს მას ამის უფლებას? ტელევიზია, რომელიც უკვე შეზიზღდა ქართველთა უმეტესობას, რატომ აკეთებს ამას? – იმიტომ, რომ ავალებენ, ძალიან დიდ ფულს უხდიან და ავალებენ და როგორც იუდამ გაყიდა მაცხოვარი, ასე ყიდიან ესენი საქართველოს დედა ეკლესიას, მაცხოვარს, დედა ღვთისმშობელს და სრულიად საქართველოს. რა არის მათი მიზანი? რა არის მიზანი იმ ძალების – დასავლეთის სპეცსამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების? რა არის იმ დამფინანსებლების მიზანი? – ამის მიზანი პირველგში არის ის, რაც მოხდა 17 მაისის დღეებში, როცა ბავშვები გამოვიდნენ და დაიწყეს ჰომოსექსუალური, ტრანსგენდერული და ნარკომანიული ლოზუნგების ხმამაღლა ყვირილი და რომ სურთ თავისუფლება. ეს არის შედეგი სატელევიზიო ინფორმაციული ზემოქმედებისა. უნდათ, რომ ჩამოაყალიბონ მიმღებლობა, როგორც ამას თავად უწოდებენ, იმისა, რომ ქართველის ერისთვის მისაღები გახდეს ღვთისმშობლის და მაცხოვრის აუგად ხსენება, რათა საქართველო გახდეს ანტიქრისტეს მრევლი. მათ არ აინტერსებთ ხალხი იყვირებს თუ არა, მთავარია მათ თავისი საქმე აკეთონ. ეს არის სატანის ტელევიზია, რომელსაც სურს მთელი ერი სატანის თაყვანისმცემლებად აქციოს. ჩვენ თუ ამას გავიაზრებთ და მტკიცედ დავდგებით, ისინი ამას ვერ შეძლებენ. ამისთვის კი აუცილებელია ლოცვა, მარხვა და ეკლესიური ცხოვრება. მივმართავ ყველას, იარეთ ეკლესიაში, თქვით აღსარება, ეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ვერ მოგერიოთ ეშმაკი” – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

https://youtu.be/6gsZCj-CYq4