უკრაინის ეკლესიის შექმნის საკითხში კიევს ილია მეორის მხარდაჭერის იმედი აქვსმაისი 27, 2018

უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინისა და ყველა უკრაინელის სურვილს, უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ამ იდეას სრული მხარდაჭერა აქვს და ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ იდეას მხარს პატრიარქიც დაუჭერს“, – აღნიშნა ანდრეი პარუბიმ.