“უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ტომოსი უკვე დაწერილია”მაისი 27, 2018

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ტომოსი (ბრანება) უკვე დაწერილია. ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა კირილ გოვორუხინმა განუცხადა.

„ტომოსი უკვე მზადაა. ის უკვე დაწერილია. ისიც კი ვიცი, ვინ დაწერა – დაწერა ათენის უნივერსიტეტში ჩემმა მასწავლებელმა. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონისტი მართლმადიდებლურ სამყაროში… ტექსტები, რომლებსაც ის წერს, კანონიკურია – ისინი აბსოლუტურად სრულყოფილია. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტომოსი კანონიკურობის საუკეთესო საბუთი იქნება. მისადმი რაიმე სახის პრეტენზიის წაყენება შეუძლებელი იქნება. ტომოსი მზადაა“ – განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აამოქმედებს „მინიჭების განსაზღვრულ პროცედურას“ ამ ტომოსისთვის, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრეროგატივაა – გასცეს ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი. „ეს ადრინდელი ინიციატივაა, რომელიც ბიზანტიის იმპერიის დროიდან მომდინარეობს და ამ პრეროგატივის საფუძველზე მიანიჭებს ავტოკეფალიას“ – განაცხადა ღვთისმსახურმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაიწყება ამ ავტოკეფალიის რეცეფციის პროცესი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან.

„ახლა მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობა საჭირო არ არის. ეს პროცედურა ამას არ ითვალისწინებს“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირილმა.

თუმცა, მისი თქმით, მეორე ეტაპზე, შესაძლოა, რეცეპციის პრობლემები შეიქმნას. „ეს განსაზღვრულ დროს დაიკავებს… რეცეპციის რაღაც ტექნიკური მომენტები რჩება, მაგრამ მთავარი პრობლემა მოგვარებულია“ – განაცხადა სასულიერო პირმა.

გამოცემა „glavred.info“-ის თანახმად, ცნობილია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში სინოდის სხდომა ივნისშია დანიშნული.

DOGMA.GE