სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამოხატვის თავისუფლებაზე იმსჯელებენმაისი 31, 2018

1 ივნისს, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრას თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში და მასთან დაკავშირებული პრობლემები“.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეული არიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, სახალხო დამცველის აპარატის, ტელევიზიების, მედია სააგენტოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დაგეგმილი შეხვედრის ფორმატის თანახმად, იქნება ერთი ძირითადი მომხსენებელი, რომელიც ზოგადად მიმოიხილავს საქართველოში აზრის გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას და გააკეთებს შედარებით ანალიზს სხვა, ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში.
სურვილის მიხედვით, რეგლამენტის გათვალისწინებით შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი ხედვები თემასთან დაკავშირებით.