ვისაც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურის გავლა არ უნდა, ალტერნატიულ სამსახურს გაივლისმაისი 31, 2018

მოქალაქეებს, რომელთაც რელიგიური თუ სხვა მოტივებით სამხედრო სავალებულო სამსახურის გავლა არ სურთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ალტერნატიული სამსახურის გავლას ვთავაზობთ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხუციშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აღნიშნული სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს.

“ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატივას, სურვილის შემთხვევაში სამსახური სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში მოიხადონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ გამოიმუშაონ უნარები, გარკვეული კვალიფიკაცია, იმსახურონ თავიანთ სახლებთან ახლოს და ასე მოიხადონ სამსახური. კანონში არის დათქმა, რომ ასეთი მოსამსახურეები მაღალი რისკის ზონებში არ დაიშვებიან“, – განაცხადა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.