სასულიერო პირები კარავში ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამას შეხვდნენივნისი 1, 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, სასულიერო პირებმა მედიისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შესაბამისად, უცნობია დეტალები, რაზეც შეხვედრაზე სამღვდელოებამ ყურადღება გაამახვილა.

შეხვედრა პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში გაიმართა, რომელსაც მოკლული დათო სარალიძის მამასთან ერთად, აქციის ორგანიზატორთა ნაწილიც დაესწრო.
შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა და ის მედიისთვის დახურული იყო.
მანამდემდე საქარტველოს საპატრიარქომ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძე სამართლიანად არის განაწყენებული.