მეუფე ვახტანგი: – “სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით”ივნისი 2, 2018

სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით, – ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე ვახტანგი ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში თავდაპირველად პირისპირ ესაუბრებოდა, შემდეგ კი მათ უფლებადამცველი ზვიად კუპრავა შეუერთდა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„ვისაუბრეთ, ვანუგეშე. არ გვაქვს ამის უფლება?! სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი ილია მეორე ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე შეხვდება.