მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი უკრაინის ეკლესიის საკითხზე საქართველოს ეწვიაივნისი 5, 2018

ერთდღიანი ვიზიტით საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ ილარიონის სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა.

საპატრიარქოს ინფორმაციით უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობის ჩამოსვლას ელოდება.