რუსმა ოკუპანტებმა ქართველი სასულიერო პირი დააკავესივნისი 5, 2018

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა დღეს, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. თავდაპირველად სოფელ ხურვალეთის მკვიდრის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დირბის ეკლესიის წანამძღვრის მამა იოანეს დაკავების შესახებ.
საპატრიარქოში დირბის ეკლესიის წინამძღვრის მამა იოანე ოხანაშვილის დაკავების ფაქტის გადამოწმება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, დირბის ეკლესიის წინამძღვრის, მამა იოანე ოხანაშვილის დააკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი. შესაბამისად, მისი თქმით, მომხდარი ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.