VIDEO პატრიარქი ბოდბეს ესტუმრაივნისი 5, 2018

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე დღეს ბოდბეში ჩავიდა. ამის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალას ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.

აღნიშნულ ვიდეოში ასახულია, პატრიარქის მიერ მეუფისა და ბოდმის მონასტრის იღუმენიას კრიალოსნებით დასაჩუქრების ფაქტი. ორივე კრიალოსანი ძვირფასი ქვებისგან არის დამზადებული. “მშვიდობაში და ლოცვებში მოიხმარეთ” – ბრძანა პატრაირქმა სასულიერო პირების დაჯილდოებისას.