რომის პაპი – ინტერნეტი – ეს არის უფლის საჩუქარიივნისი 8, 2018

რომაულ კაკოთოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, პაპი ფრანცისკე გამოდის მოწოდებით, სოციალური ქსელები სოლიდარობის საძიებლად იყოს გამოყენებული.

თავის ვიდეო მიმართვაში, ფრანცისკემ განაცხადა, რომ „ინტერნეტი – ეს არის უფლის საჩუქარი და დიდი პასუხისმგებლობა“ – იუწყება „Vatican News“.

პაპის აზრით, ელოქტრონული კომუნიკაციის საშუალებამ უსაზღვროდ გააფართოვა ჰორიზონტი უამრავი ადამიანისთვის. ამიტომ საჭიროა, სოციალური ქსელების გამოყენება იქცეს შეხვედრის და სოლიდარობის ადგილად.

„ნუ იქნება ციფრული ქსელი გაუცხოების ადგილი, არამედ იყოს კონკრეტული სივრცე, რომელიც აღვსებული იქნება ადამიანობით. ერთად ვილოვოთ, რომ სოციალურმა ქსელებმა არ გაამარტივოს ადამიანის პიროვნება, არამედ წაახალისოს სოლიდარობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა“ – განაცხადა პაპმა.

წელს, პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე მონაზვნებისვის ინსტრუქცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ სოციალური ქსელები ფხიზლად და კეთილგონივრულად.

დოკუმენტში პაპი მათ მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთის, რომ არ დაუშვან დროის უქმად ფლანგვა.