“ნათელი ქრისტესი. საქართველო” – საპატრიარქო განმარტებას აქვეყნებსივნისი 11, 2018

საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის – ,,ნათელი ქრისტესი. საქართველოს“ I და II ტომები 3000 ლარი ღირს. ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი, მართალია, გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ იგი არის სასაჩუქრე და არასდროს მომხდარა მისი გაყიდვა.

როგორც გაირკვა ,,წიგნის სახლში“ ტრილოგიის I და II ტომი გასაყიდად კერძო პირმა  მიიტანა და რამდენიმე დღეში თავადვე უკან წაიღო. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილეს.

გვინდა ვთხოვოთ მედიასაშუალებებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და უნებლიედ ხელი არ შეუწყონ სიცრუის ტირაჟირებას” – აღნიშნაულია საპატრიარქოს განცხადებაში.