რუსულენოვანი გამოცემა – ილია მეორე უკრაინის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს ინიციატივებს არ ეთანხმებაივნისი 26, 2018

რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემა „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი“ (СПЖ) ქართველ ერთ-ერთ მღვდელმთავარზე დაყრდნობით სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის პოზიციის შესახებ წერს, რომ ილია მეორემ დიდი უკმაყოფილება გამოხატა უკრაინის საკითხთან დაკაშირებით.

„საქართველოს საპატრიარქოს მიტროპოლიტმა, რომელმაც ანონიმურად ყოფნა ირჩია, განაცხადა, რომ პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დიდი წუხილი გამოხატა: მისი უწმინდესობა არ ეთანხმება მსოფლიო საპატრიარქოს ინიციატივებს უკრაინასთან დაკავშირებით და კანონიერად აღიარებს ეკლესიას მიტროპოლიტ ონოფრეს ხელმძღვანელობით“ – განაცხადა ანონიმმა მღვდელმთავარმა – წერს გამოცემა.

წყარო: “spzh.news