“რომელი მუხლით იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიღებისას?”ივლისი 4, 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საინტერესოა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს რომელი მუხლით იხელმძღვანელა. 

დეპუტატის თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულია კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დედა ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის საკითხი, რის გამოც სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც ქონდა.

„რადგან სახელმწიფომ აღიარა ზიანის მიყენების საკითხი, წარმოიშვა კიდევაც ვალდებულება სხვადასხვა აქტივობებით მოეხდინა ამ ზიანის ანაზღაურება, ამიტომ ძალიან საინტერესოა, რით დაასაბუთა საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების ამ დებულების ანტიკონსტიტუციურობა, იმიტომ რომ კონსტიტუციური შეთანხმება თავად გახლავთ კონსტიტუციის ნაწილი. კონსტიტუცია კონსტიტუციას ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, ამიტომაც მაინტერესებს, ამ შემთხვევაში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების სარჩელი აღძრული იყო საგადასახადო კოდექსის რომელიმე მუხლის საწინააღმდეგოდ თუ კონსტიტუციური შეთანხმების რომელიმე ნორმის საწინააღმდეგოდ?“, –ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო.