აქტივისტები ეჩმიაძინში სომხეთის პატრიარქის კანცელარიაში შეიჭრნენ და მის გადადგომას ითხოვენივლისი 6, 2018

აქტივისტები, რომლებიც სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ მეორის გადადგომას მოითხოვენ, დღეს ეჩმიაძინის მონასტერში, ეკლესიის მეთაურის კანცელარიაში შეიჭრნენ.

კანცელარიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ვაგრამ მელიქიანის თქმით, შენობაში შეჭრილები ულიმატუმებსა და მოთხოვნებს აყენებენ, პროვოკაციულად იქცევიან და არ სურთ დაემორჩილონ მოწოდებებს, რომ შეწყვიტონ ასეთი მოქმედებები. ამასთან დაკავშირებით, ეჩმიაძინში განაცხადეს, რომ ასეთ ვითარებაში მუშაობას ვერ განაგრძობენ და იძულებულები არიან, მუშაობა შეაჩერონ.

კარენ პეტროსიანი, რომელიც იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ვინც გარეგინ მეორის გადადგომას მოითხოვს, აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საეკლესიო მსახურები თავს დაესხნენ. ისინი სკანდირებენ: „ახალ სომხეთს – ახალი პატრიარქი!“

სრულიად სომეხთა კათალიკოსს ნეპოტიზმსა და საეკლესიო მსახურთა მორალურ გახრწნაში ადანაშაულებენ. ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.