უნათლავ ჩვილთათვის წესის აგება რუსეთში სავალდებულო გახდაივლისი 17, 2018

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უნათლავი ჩვილებისთვის წესის აგების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესრულება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა მღვდელმა ალექსანდრე ვოლკოვმა განაცხადა.

„როგორც იცით, ადრე ეკლესიას არ ჰქონდა შესაძლებლობა წესი აეგო უნათლავი ჩვილებისთვის. ხდება, ხოლმე, როდესაც ისინი გარდაცვლილი იბადებიან; ისეც ხდება, რომ სიცოცხლის პირველსავე საათებში ან დღეებში უეცრად გარდაიცვლებიან სხვადასხვა გარემოებათა გამო. რა თქმა უნდა, მგლოვიარე მშობლები მოდიან ტაძარში და მღვდელმსახურებს სთხოვენ, რაიმე სახის წესი აუგონ გარდაცვლილს, ეძებენ ნუგეშს“ – განაცხადა სასულიერო პირმა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ჩვილის სულის მდგომარეობის საღვთისმეტყველო გაგება ბოლომდე არ არის განსაზღვრული, ამ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისია, მაგრამ „ყველა შემთხვევაში, იმ ფორმით წესის აგება, რომლითაც ის მიესადაგება  გარდაცვლილს შეგნებულ ასაკში, დაკავშირებულია, პირველ რიგში, ცოდვათა მიტევების ლოცვასთან. ამის გამოყენება არ შეიძლება უნათლავ ჩვილებზე, რომლებსაც შეუძლებელია ჰქონდეთ პირადი ცოდვები“ – დასძინა პატრიარქის პრესმდივანმა.

მისი თქმით, სინოდის მიერ დაწესებული წესი მოწოდებულია მშობლებისადმი დასახმარებლად, რომლებიც დამწუხრებულები არიან თავისი შვილის გარდაცვალებით და გახდება „სიყვარულის ღვთისმსახურება“ მარტო დარჩენილებთან მიმართებაში.