დეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ მეუფე გრიგოლი მის განცხადებას გამოეხმაურაივლისი 17, 2018

დეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ მეუფე გრიგოლი გამოეხმაურა მის განცხადებას, – ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებული დეკანოზის მოსანახულებად იგი დღეს საპყრობილეში იმყოფებოდა, რა დროსაც მამა გიორგის ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატი აცხადებს, რომ მამა გიორგიმ მისგან გაიგო აღნიშნული ეპარქიის სამდივნოს განცხადების შესახებ, რომლითაც მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს ბრალდებულ დეკანოზს შეხვდეს და მისგან ყველა კითხვაზე პასუხები მიიღოს.

მიხეილ რამიშვილისთვის უცნობია, როდის აპირებს მეუფე გრიგოლი საპყრობილეში მამა გიორგის მონახულებას. მისთვის ასევე უცნობია, აპირებენ თუ არა მეუფე გრიგოლის მსგავსად სხვა მღვდელმთავრებიც ბრალდებული დეკანოზის მონახულებას.

მისივე თქმით, მამა გიორგი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს ყველა დაინტერესებულ მღვდელმთავარს, რომელსაც მასთან შეხვედრის და კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი ექნება.

საუბრისას რამიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული დეკანოზი საპატიმროში ბოლო პერიოდში მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე საბამ, უფრო ადრე კი მეუფე პეტრემ, მეუფე დიმიტრიმ და მეუფე ანდრიამ მოინახულეს.

ვრცლად წაიკითხეთ აქ