“იყო მცდელობა, პატრიარქი გადამგარიყო”ივლისი 24, 2018

იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო, იყო შეთავაზებაც – ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ტელეკპმპანია “ტბ პირველის” ეთრში განაცხადა.

მეუფემ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას აღნისნა, რომ ილია მეორეს წასვლა და დასვენება შესთავაზეს.

მეუფეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მოდიოდა ეს შეთავაზება. თუმცა, განაცხადა, რომ პატრიარქის გადადგომის ინიციატორები სასულიერო პირები არ ყოფილან.

მომხდარის შესახებ დეტალს მეუფე გრიგოლი არ აკონკრეტებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ გადადგომის შეთავაზება მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მიიღო.

“იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო, იყო შეთავაზებაც. მადლობა ღმერთს,რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის სიცოცხლეშივე მათთვის სასურველი გეგმა განახორციელონ… ესენი არ ყოფილან სასულიერო პირები. პატრიარქს უთხრეს: თქვენ დაიღალეთ და ყველაფერს ჩვენ მივხედავთო,”-აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მეუფემ გადაცემაში, ასევე, აღნიშნა, რომ რუსული გავლენის მცდელობები არის, მათ შორის წმინდა სინოდშიც. “სინოდი წმინდა საზოგადოება არ არის… გავლენის მცდელობები რომ არის ამაზე ნუ ვიკამათებთ,”-აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მან ერთ-ერთ მაგალითად ციანიდისსაქმე მოიყვანა და თქვა, რომ ეს არ არის ბოლო მცდელობა . “ამით არ დასრულებულა”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წყარო: “pirveliradio.ge”