პატრიარქი მრევლს მოუწოდებს “ეკლესიასტე” და “სიბრძნე სოლომონისა” წაიკითხოსაგვისტო 5, 2018

უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე ილია მეორე მრევლს სთხოვს, ყოველდღე, ბიბლიიდან წაიკითხონ თითო თავი „სიბრძნე სოლომონიდან“ ან „ეკლესიასტედან“. ამის შესახებ კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქის თქმით, დღეიდან დამკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც წირვის ბოლოს ბიბლიიდან თითო თავს წაიკითხავენ.

დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე დანიელმა მრევლს „ეკლესიასტეს“ პირველი თავი წაუკითხა.