პატრიარქი კირილი მსოფლიო პატრიარქს ესტუმრებააგვისტო 6, 2018

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 31 აგვისტოს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ესტუმრება.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის სამდივნოს ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე  იმსჯელებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ივლისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქს მოსკოვში შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაზეც ისაუბრეს.

აპრილის ბოლოს უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა, კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართვას, რომელიც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნას გულისხმობს.

1tv.ge