ბათუმში მრევლმა, აქციაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვააგვისტო 6, 2018

მოვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლო დღევანდელი შემადგენლობითა და სტრუქტურით გაუქმდეს, – ამის შესახებ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან სასულერო პირებმა განაცხადეს.
სასულიერო პირებმა სასამართლოსთან ხატები მიიტანეს და ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი ჩაატარეს. შეკრებილების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანის ლეგალიზება გენოციდის ტოლფასია, რომელიც პიროვნების დეგრადირებასა და თვითგანადგურების მექანიზმს მოიცავს.

“დემოკრატია თავისი ხალხის ხელისუფლებას ნიშნავს, ხოლო რომელიმე ორგანო ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, რამდენიმე მართული ადამიანის საშუალებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეება ხალხის ნებას, მაშინ ეს ორგანო უნდა ჩაითვალოს ანტიდემოკრატიულად, ანტისახელმწიფოებრივად და ანტიკონსტიტუციურად”,- განაცხადეს სასულიერო პირებმა.

აქციაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ამ დრომდე გრძელდება, სასულერო პირთები, მრევლი და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.