მიტროპოლიტი ილარიონი: “კონსტანტინოპოლის მხარე მოიქცა უსინდისოდ და მოღალატურად”სექტემბერი 8, 2018

მოსკოვის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით იმუქრება, თუკი მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას უბოძებს. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.

„როდესაც ასეთი  თავხედური და ცინიკური სახით ერევიან ადგილობრივი ეკლესიის საქმეებში, ამას არა მხოლოდ ჩიხშიშეყავს მდგომარეობა, არამედ მთლიანად მსოფლიო მართლმადიდებლობას უქადის განხეთქილებას. კანონიკური ეკლესია ამ ავტოკეფალიას არ მიიღებს. ჩვენ, რუსეთის ეკლესიაში ამ ავტოკეფალიას არ ვაღიარებთ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ კავშირი გავწყვიტოთ კონსტანტინოპოლთან“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა „რასია 24“-ის ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, თავისი უკანასკნელი ქმედებებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საკუთარ თავს კანონიკური ველის მიღმა აღენებს.

მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან საეკლესიო დიპლომატიის საშუალებები ამოწურულია.

„კონსტანტინოპოლის მხარე, ჩვენი თვალთახედვით, მოიქცა უსინდისოდ და მოღალატურად“ – განაცხადა რუსმა მეუფემ.