პატრიარქი ნათლულებს – დაეხმარეთ გაჭირვებულებსსექტემბერი 10, 2018

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ნათლულებსა და ქართველ ხალხს მიმართავს, დაეხმარონ გაჭირვებულებს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ გაჭირვებულების დახმარება დიდი საქმეა.

„ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ, ეს არის გაჭირვებული ადამიანების დახმარება. მე მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ“, – ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, ილია მეორემ ბიბლიიდან, დანიელის წიგნიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც ანანია, აზარია და მისაელს შეეხებოდა. უწმინდესის თქმით, მრევლმა ხშირად უნდა წაიკითხოს ბიბლია. „ბიბლიაში იმდენი საიდუმლო და სიწმინდეა, რომ ბევრ რამეში გამოგვადება“, – განაცხადა პატრიარქმა.