იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ხსენება – მარხვასექტემბერი 11, 2020

11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს, რომელმაც ამქვეყნიური მოღვაწეობა მოწამეობრივად დაასრულა. მას მეფე ჰეროდემ თავი მოკვეთა.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთ დღიანი მარხვა დააწესა, როგორც ქრისტიანთა მწუხარების გამოხატულება დიდი წინასწარმეტყველის ძალადობრივი აღსასრულის გამო.

იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წმინდანია, რომელსაც ყოვლად წმინდა სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შემდეგ მიაგებენ პატივს.