მარნეულის ეპისკოპოსი – ხელისუფლება შეეშვას მოსახლეობაზე ექსპერიმენტებსსექტემბერი 13, 2018

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მარიხუანას შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას შეეშვას.

“ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე ითვლება ვაზისა და ხორბლის სმშობლოდ. პური და ღვინო, რომლითაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა უდიდესი საიდუმლო, რაც გულისხმობს ევქარისტიულ კავშირს ღმერთთან. ასეთ ქვეყანაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა მარიხუანის კულტივაცია და მისი რეალიზება. ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეიცავს უამრავ რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე.

P.S.მოვუწოდებ ხელისუფლებას შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი” – წერს მღვდელმთავარი.