პატრიარქი კირილი მსოფლიო პატრიარქზე ლოცვას წყვეტს, ევქარისტიული კავშირი რჩებასექტემბერი 14, 2018

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ევქარისტიული ერთობა ეკლესიებს შორის არ წყდება. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ უკრძალავს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების კლირიკოსებს ჩაატარონ ერთობლივი ღვთისმსახურება“ – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პატრიარქ კირილის პრესმდივანმა მღვდელმა ალექსანდრ ვოლკოვმა განუმარტა.

მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ლიტურგიის დროს აღარ მოიხსენიებს, ანუ მთავარ საეკლესიო ღვთისმსახურებისას, მასზე ლოცვას შეწყვეტს.

საპატრიარქო ლიტურგიის დროს ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებს რამდენიმეჯერ მოიხსენიებენ. საეკლესიო დიპტიხის მიხედვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი 15 საეკლესიო მეთაურს შორის, პირველ ადგილზე იხსენიება.