სომხური მედია – გარეგინ მეორე გადადგომას აპირებსსექტემბერი 23, 2018

სომხური გამოცემა „ჟოღოვურდი“ სრულიად სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორის შესაძლო გადადგომის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარეგინ მეორე და სომხეთის ხელისუფლება შეთანხმდა, რომ პატრიარქი თანამდებობას დატოვებს. ზოგიერთი მონაცემებით, – წერს გამოცემა, – კათალიკოსი თანამდებობის დატოვებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აპირებს.

გარეგინ მეორე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რიგით 132-ე პატრიარქია, რომელიც სომხეთის ეროვნულმა საეკლესიო კრებამ სრულიად სომეხთა კათალიკოსად გამოარჩია.

რამდენიმე თვის წინ, ეჩმიაძინში ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა, რომლის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში მოითხოვდნენ გარეგინ მეორის თანამდებობიდან გადადგომას.