ალექსანდრიისა და პოლონეთის ეკლესიის მეთაურები უკრაინის ეკლესიის შესახებ მოწოდებით გამოვიდნენსექტემბერი 23, 2018

ალექსანდრიისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები გამოვიდნენ მოწოდებით, გადაწყდეს საეკლესიო გაუგებრობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე მეორე და ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა გამოვიდნენ მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს ამ საკითხზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ, ორი ადგილობრივი ეკლესიის მეთაურები, რომლებიც პოლონეთის მიწაზე შევხვდით ერთმანეთს, და ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას წმინდა მართლმადიდებლობის, მისი მშვიდობის, ერთიანობის და დოგმატურ და კანონიკური წყობის ერთობის წინაშე, იმ გამოცდისადმი, რომლის წინაშეც დგას მართლმადიდებლობა უკრაინაში, ძმური სიყვარულით მოვუწოდებთ ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული საეკლესიო გაუგებრობის აცილება, რომელიც ეხება უკრაინის ეკლესიისთის ავტოკეფალიის მინიჭებას, ყველაფერი გააკეთონ, რაც მათზეა დამოკიდებული კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად და მშვიდობისთვის უკრაინის მიწაზე“ – ნათქვმია ორი ადგილობრივი ეკლესიის მეთაურების მიმართვაში.

უკრაინული მედიის თანახმად, ცნობილია, რომ მანამდე ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ უნეტარეს ონოფრეს მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა, იყვნენ მტკიცედ, არ დანებდნენ და თავისი მეთაურის ირგვლივ ერთობა შეინარჩუნონ.