27 სექტემბერი ჯვართამაღლებაასექტემბერი 26, 2018

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე, დაიწყებს.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე, სამების ტაძარში წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ ერთხელ წმ. დედოფლის წმინდა ნაწილებს მიეახლონ. წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და წმ. დედოფალს, უფალს საქართველოს მთლიანობასა და კეთილდღეობას შეავედრებს.

წმინდა დედოფლის ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, 14:00 საათამდე იქნება დაბრძანებული, საიდანაც სიწმინდეს მუზეუმში გადააბრძანებენ. შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება, საიდანაც სიწმინდე ერთი წლის წინ ჩამოაბრძანეს.