“დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის”სექტემბერი 27, 2018

დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და საკურთხის სუფრა აკურთხა.

„დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა, ” – განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები და ტაძრის მღვდელმსახურებმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.

დღეს ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ასევე, დღეს სოხუმის დაცემის დღეა.