საქართველოს საპატრიარქოს განცხადებასექტემბერი 29, 2018

საქართველოს საპატრიარქო მედიაში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებების საჯარო სივრცეში გამოხატვა დაუშვებელია. 

“პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება.

დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ  ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მითუმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ” – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.