დაკავებული დეკანოზის ოჯახი და ახლობლები მეუფე დიმიტრისგან დუმილის შეწყვეტას ითხოვენსექტემბერი 30, 2018

პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმისა და ლაზეთის  მიტროპოლიტის დიმიტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და ლოზუნგებით – “მეუფეო შეწყვიტე დუმილი”, “ნუ დაუტოვებთ ყორნებს საჯიჯგნად თქვენს მღვდელს”, “მღვდელმთავარს მხოლოდ უფლის შიში ჰმართებს” – საპროტესტო აქციას მართავენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მეუფემ უდანაშაულო დეკანოზისთვის ხმა უნდა ამოიღოს.

“ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი ციხეში. მან ჩემზე უკეთ იცის და ნაწილობრივ კიდეც დაადასტურა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და ეპარქიას ხმა არ ამოუღია მღვდლის დასაცავად. მეუფე იაკობი ამბიონიდან ილანძღება, ეს ყველაფერი მიმართულია ეპარქიის წინააღმდეგ, მაგრამ ეპარქია დუმს. მეუფემ მინიმუმ საწინააღმდეგო განცხადება უნდა გააკეთოს”, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

IPN.GE